მარნეულის 37-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მიერ დამკვირვებლის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცესკოში არ ადასტურებენ.
როგორც ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის 37-ე საარჩევნო უბანზე შელაპარაკება მოხდა კომისიის წევრსა და დამკვირვებელს შორის.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული ფაქტი აღმოფხვრილია.
გარდა ამისა, ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე გარკვეული დაპირისპირება მოხდა.
როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნული ფაქტიც აღმოფხვრილია და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.
კომენტარები