აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარლამენტის წინ, სადაც მოძრაობა “საქართველოსთვის” აქციას მართავს, სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარვების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ადგილზე უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ამ დრომდე. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოწოდებას არ ემორჩილებიან და კარვის დადგმას კვლავ ცდილობენ.
ისინი სკანდირებენ: “მონებო, მონებო”.
კომენტარები