თბილისში, ხუდადოვის ქუჩის პირველ ნომერში საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დაშავდა თუ არა ვინმე, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები