ავღანეთის საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნება” იმარჯვებს. ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ცესკო აქვეყნებს.
ცესკო-ს მონაცემებით, ავღანეთს პირველ საარჩევნო უბანზე, ბაგრამზე – “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 564 ხმა, “ნაციონალურმა მოძრაობა”- 232, “თავისუფალმა დემოკრატებმა” – 214, “რესპუბლიკელებმა” -7. ამ უბანზე სულ 1471 ამომრჩეველი იყო და 1171-მა მიიღო მონაწილეობა. 27 ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი.
ავღანეთის მეორე საარჩევნო უბანზე – მაზარი შარიფზე, სადაც სიაში 132 ამომრჩეველი იყო, არჩევნებში ყველამ მიიღო მონაწილეობა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღეს 65 ხმა, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” 50. “თავისუფალმა დემოკრატებმა” -7 ხმა, “რესპუბლიკელებმა” – არც ერთი. ბათილად იქნა ცნობილი 3 ბიულეტინი.
ჯამში ორივე ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 614 ხმა და მოიგო ავღანეთში ჩატარებული არჩევნები.