მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ჯაყელი სოციალურ ქსელში მედიის მხრიდან საზოგადოების მიმართ მიმდინარე ძალადობაზე წერს:
“ჩვენც შევქმნათ პეტიცია, რომ მოეშვან ჟურნალისტები მოქალაქეების დატერორებას მათი უნიტაზი ტელევიზიებიდან!!! არ შეიძლება?
არ შეიძლება აიკრძალოს სიყალბე ტელევიზიაში? ტყუილი, შეურაცხყოფა რელიგიისა თუ მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა მისამართით! არ შეიძლება?
და თუ არა, მაშინ დაიმახსოვრეთ, რომ სულ იქნებით დევნილები, რადგან საზღვარი არ ააქვს თქვენს უზრდელობას და თავხედობას!!!
ეხება ყველა ტელევიზიას და ძალიან კარგად იცით, განსაკუთრებით რომელს!
ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეურაცხყოფა სარწმუნოების, ქვეყნის და ხალხის, ყოველთვის “გათელილი” იქნება აქ, ან ფურთხით, ან წიხლით! (რათქმაუნდა წიხლის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ფურთხი თუ იმსახურებენ, ყოველი ჩამოწმენდის შემდეგ ჩამოსაწმენდი უნდა გახადო ისევ ფურთხით)” – წერს ანრი ბიბინეიშვილი ჯაყელი.