“თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს თამაზ მეჭიაურს არჩევნების შედეგების სამართლიანობასა და ობიექტურობასთან პრეტენზია არ აქვს.
“ჩემს შედეგებს ჩეს თავს ვაბრალებ, რადგან უბნებში მეთვალყურეებიც კი არ მყავდა და ვინ დაიცავდა ჩემს ხმას. რომ შეხედოთ, ბევრ საარჩევნო უბანში, სადაც ძმაკაცები ბევრი მყავს, ნული მიწერია, თითქოს, არც ერთი ხმა არ მქონია. ჩემი ბრალია, არავის ვაბრალებ და ვულოცავ ყველას, ვინც მოხვდება პარლამენტში”,– აცხადებს “პირველთან” საუბარში მეჭიაური.
კომენტარები