საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალებს დედის დღე მიულოცეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ დედებს სიტყვით მიმართვისას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნისთვის მრავალშვილიანი ოჯახების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების დასასრულს მრავალშვილიანმა დედებმა მინისტრისგან საჩუქრად ყვავილების თაიგულები და სასაჩუქრე ბარათები მიიღეს.
კომენტარები