ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლოს განაჩენი და თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილება. ირკალი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
“ერთადერთი რაც ვინატრე, იმ უდანაშაულო ბიჭების ნაცვლად მე დავეკავებინე. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში”- განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტრო ხუთივე მაღალჩინოსანს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.
კომენტარები