მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, მედიაში ისევ არ ცხრება სამეფო ოჯახის შესახებ ახალი ამბების გავრცელება. მაგალითად ახალი დეტალები ამჯერად მეგან მარკლის დედაზე, დორია რეგლანდზე ხდება ცნობილი. გამოცემა „მირორი“ წერს, რომ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინების შემდეგ, დორია საცხოვრებლად ფროგმორ-კოტეჯში გადმოსახლდა. გამოცემა წერს, რომ დორიას სამეფო ოჯახმა მკაცრი შეზღუდვები დაუწესა, მას დამოუკიდებლად, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, სახლიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა, მიზეზი კი პაპარაცების ზედმეტი ინტერესი იყო. მეტიც, გამოცემა ინსაიდერებზე დაყრდნობით წერს, რომ მას დამოუკიდებლად სახლიდან გასვლა და ყავის დალევას არ შეეძლო, ის თავს შეზღუდულად გრძნობდა.
ამ დრომდე მეგან მარკლისა და დორია რეგლანდს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.