გერმანია ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც AstraZeneca-თი მოსახლეობის აცრა განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია ინგლისურ-შვედური ვაქცინით, გერმანიაში დღეიდან განახლდება. ექიმები ვალდებულნი იქნებიან, ხანდაზმულ პაციენტებს გვერდითი მოვლენების საფრთხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციას განაახლებს იტალიაც. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ განაცხადეს, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა. იტალია ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის იყო, ვისაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით ჰქონდა შეჩერებული.
ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო.