ჯო ბაიდენის მხარდამჭერები აშშ-ის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შფოთავენ მას შემდეგ, რაც გავრცელდა კადრები, სადაც თვითმფრინავში ასვლის დროს ბაიდენი სამჯერ წაიქცა.
როგორც “გარდიანი” წერს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ინციდენტი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება და ის თავს შესანიშნავად გრძნობს, ბაიდენი ტრაპზე ძლიერი ქარის გამო წაიქცა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც აშშ-ის 78 წლის პრეზიდენტი მერილენდის სამხედრო ბაზიდან ატლანტასკენ აპირებდა გამგზავრებას.
კომენტარები