ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეხუთე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.
„ჯანმოს ხუთიდან ოთხ რეგიონში ინფექციის გადაცემის მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება. მსოფლიოში ზედიზედ მეხუთე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება. გასულ კვირას, ახალი შემთხვევების რიცხვი 8%-ით გაიზარდა“, – აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 12%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 49%-ით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 122 992 844 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 711 071 ადამიანი გარდაცვალა.
კომენტარები