ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.
ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე პირებისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა და დაკავებულების მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა.
დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლო სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ესწრებოდნენ. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების ახლობლები არიან შეკრებილები.
ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე პირები, შსს-მ გუშინ დააკავა.
კომენტარები