ძველი თბილისის რაიონში, მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახლობელმა მოკლა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს .
კომენტარები