გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ ფოთის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბულგარეთის დროშით მცურავმა გემმა შავ ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.
სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბულგარეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.
კომენტარები