“ვიცი არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ როგორც მრავალი სხვა-აღნიშნული პავილიონები, გააკეთა ფონდმა ”ქართუმ“, – გთავაზობთ დეპუტატ ოთარ ჩრდილელის განცხადებას:
”აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან პირიქით მოძრაობისას, ავტობანის გასწვრივ, სოფელ რუისთან აუცილებლად შეამჩნევდით, ახლადაშენებულ, აგრარული ბაზრობის პავილიონთა კომპლექსს… რომ ჩვენი გლეხობა, ფერმერები არ იდგნენ ტრასის პირას, დარსა თუ ავდარში დამამცირებელ მდგომარეობაში და გათოშილი ხელებით არ ჰყიდდნენ თავიანთ ნაწარმს. უცხოელების თვალშიც, არ ჩანდა მთლად ლამაზად…
P.S. ვიცი არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ როგორც მრავალი სხვა-აღნიშნული პავილიონები, სხვა პროექტები, ესეც გააკეთა ფონდმა ”ქართუმ”.
P.P.S. ველი, მარად უმადურ-უკმაყოფილო-ჩასაფრებულთა კომენტარს: რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს, მისი ჯიბის გასასქელებლად გააკეთა…
თქვენ კი გენაცვალეთ, ბოღმებო”, – წერს ჩრდილელი.