2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.
სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
ქალაქში დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის შემდეგ, მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოხატეს, დაზიანებული ტერიტორიის გასუფთავებაში და დაკარგული ადამიანების ძებნაში უამრავი ადამიანი, მათ შორის თანამდებობის პირებიც იღებდნენ მონაწილეობას. ერთ-ერთი რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა კახა კალაძე გახლდათ.