განმუხურში განმეორებით არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, – ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. “განმუხური მოვიგეთ”, – წერს თალაკვაძე ფეისბუქში.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში კიდევ ერთი განმეორებითი კენჭისყრა დღეს ჯიხაშკარშიც გაიმართა, რომელის შედეგებიც ჯერ უცნობია.
“ქართული ოცნებიდან” ზუგდიდში კენჭს იყრის ედიშერ თოლორაია, “ნაციონალური მოძრაობიდან” – სანდრა რულოვსი.
კომენტარები