თავდაცვის სამინისტროს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ძიება არასწორად წარიმართოს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ განაცხადა.
სალუქვაძეს მიაჩნია, რომ „კრწანისში“ მომხდარი შემთხვევის ძიება ობიექტურად დასრულდება.
„ჯარისკაცი, როცა საგუშაგოზე გადის, მას უტარდება ყველანაირი შემოწმება. ის აუცილებლად გააფრთხილებდა თავის ზემდგომს, როცა ტერიტორიაზე უცხო პირს შეამჩნევდა. მე მჯერა, რომ შესაბამისი უწყებები აუცილებლად ობიექტურად გამოიძიებენ მომხდარს. ერთია მუნდირის ღირსება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ საქმეს ყოველგვარი ტენდენციის გარეშე მიეცემა მსვლელობა”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამირან სალუქვაძე – თუ ჯარისკაცმა იმოქმედა არასწორად, კანონის შესაბამისად დაისჯება
2016/10/24 12:40:57
ნანახია: 2180 ჯერ