იარაღს, რომელიც ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ პერიმეტრზე აღმოაჩინეს, ექპსერტიზა უტარდება, რათა დადგინდეს, ეტყობა თუ არა გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით საზოგადოებრივ ინტერესს ამომწურავ პასუხს გასცემს.
„იარაღს, რომელიც ნაპოვნი იქნა, ექსპერტიზა უტარდება, რათა დადგინდეს, ეტყობა თუ არა გარდაცვლილის ანაბეჭდები. გამოძიება ყველა მიმართულებით ამომწურავ პასუხს გასცემს საზოგადოებრივ ინტერესს“, – განაცხადა მინისტრმა.
მანვე, კატეგორიულად უარყო გავრცელებული ვერსია, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, იარაღი სასწავლო ცენტრიდან აეღოთ.
„ეს გამორიცხულია, ასეთი ტიპის იარაღი იქ არ ინახება, თან ასეთი ტიპის იარაღი არის განსაკუთრებულად დაცული. შესაბამისად, გაზის ტიპის იარაღი საცავში არ ინახება. ეს თავიდანვე გამორიცხულია“, – განმარტა იზორიამ.