რაც მოხდა აწუხებს ყველას და ეს აწუხებს რა თქმა უნდა, იმ გუშაგსაც, რომელსაც მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
იზორიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გუშაგს ნორმა ავალდებულებდა მოქმედებას, რომელიც მან განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა კანონდამრღვევი და სისხლის სამართლის ნორმით აგებდა პასუხს.
„რაც მოხდა აწუხებს ყველას და ეს აწუხებს რა თქმა უნდა, იმ გუშაგსაც, რომელსაც მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. პირველი რაც მან თქვა ეს იყო, რომ მეცოდება მისი დედაო. ასე, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და გული გვიცემს.
ყველას გარკვეული ემოციები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ჩვენი სახელმწიფოს მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ჩვენი საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, გუშაგი, რომელიც ასევე სავალდებულო სამსახურს იხდის ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე.
დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ და შეიძლება მხარეც კი ვიყო, როგორც თავდაცვის მინისტრი, იგი მოქმედებდა აბსოლუტურად ნორმების შესაბამისად და ამის საფუძველს მაძლევს ის მტკიცებულებები, რაც იქ იქნა აღმოჩენილი. კერძოდ, 5 მასრა. მან ჯერ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, მანამდე კი სიტყვიერად გააფრთხა.
მას ნორმა ავალდებულებდა მოქმედებას, რაც განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა კანონდამრღვევი და აგებდა სისხლის სამართლის ნორმით პასუხს“, – განაცხადა იზორიამ.