საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მობილიზებულია და არანაირ არეულობები დაშვებული არ იქნება.
”საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. მეორე ტურზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, ჩვენ მოქალაქეებს მიეცემათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
30 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
კომენტარები