ყველა ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აუცილებლად დაისჯება, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მარნეულსა და ჯიხაშკარში არჩევნებზე მომხდარი ინციდენტების გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ჯიხაშკრასა და მარნეულში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუკავებიათ.
„აქ არანაირ პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა. არაერთხელ განვაცხადე მარნეულზე, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც ხელიც კი აღმართეს პოლიციელებზე. პოლიციელს ჩაუტარდა მძიმე ოპერაციაც, რა პოლიტიკურ მოტივზე უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში ჯიხაშკარსაც შეეხება, არის ორი პირი დაკავებული. ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური სიმპატიებით, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აუცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
კომენტარები