საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ არ ადასტურებს.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესებამება.
“ეს იყო არასწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა გუშინწინ ამის შესახებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ ყოფილა არანაირი ტერორისტული თავდასხმა ან ვინმეს დაკავება” – განაცხადა თურქეთის ელჩმა.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, საბაჟოზე შექმნილი პრობლემების გადასაჭარელად მუშაობა გრძელდება. ელჩი იმედოვნებს, რომ პრობლემების გადაჭრა უახლოეს საათებში იქნება შესაძლებელი.
“პრობლემები საზღვარზე არის, მაგრამ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც პოლიცია და საბაჟოს სამსახური ცდილობს. სამწუხაროდ ეს პრობლემები ბოლო ორი დღეა გრძელდება და მათ გადასაჭრელად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინაროებს. მსგავსი პრობლემა არ არის შექმნილი მხოლოდ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, საქართველოსთან საზღვარზე. ეს შეფერხება არის თურქეთის ყველა საზღვარზე და იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ან დღეში ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.