ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს–ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება! – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული პოსტით თეა პერტაია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
„ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს–ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება!
ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან…
ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს – გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის!” – წერს პერტაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები