შრომის ინსპექციის სამსახურმა “გარდენიაში” განმეორებითი სოციალური ღონისძიება დააფიქსირა და ობიექტი დალუქა.
საქმე სისხლის სამართლის ნიშნების შესაძლო არსებობის გამო უკვე გადაეცა შსს-ს.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, კანონდამრღვევი უწყების თანამშრომლების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ინსპექტორებს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ზედმიწევნით ასრულებთ თქვენს მოვალეობას, არ მიაწიეთ სახლამდე ცოცხალი“ – მიმართა ზურა შევარდნაძემ.
გარდენიაში მდებარე რესტორანში, რომელიც ინსპექციამ დალუქა, ისევ სოციალური ღონისძიება იმართებოდა.
კომენტარები