„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა.
თუმცა, მანჯგალაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ხელშეკრულებისთვის ადრევე მოეწერა ხელი, „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციისთვის ნაკლები სივრცე დარჩებოდა.
„ნიშნის მოგებით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თავის დროზე მოეწერათ ხელი ამ შეთანხმებაზე. ამით ნაკლებ სივრცეს დავუტოვებდით „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებასთან დაკავშირებით მანიპულაციისთვის. ახლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს, რომ შეცდა და პოლიტიკური ნაბიჯების სიბრძნე პარტიის სიდიდეზე დამოკიდებული არ არის. ზოგჯერ, ახალი პარტიები უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიდრე ძველი პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას უნდა შეეგუოს. ამის აღიარებაა სწორედ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.