უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, სიძულვილის ენის, ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს, რასაც ქვეყნის პარტნიორები დააკვირდებიან.
„ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, სიძულვილის ენის, ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში. ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები