Georgian Airways-ის თვითმფრინავმა, რომელსაც თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა, სავარაუდოდ, შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემა თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში დაფიქსირდა. შედეგად იგი თბილისის ცაზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, რათა საწვავი დაეცალა. სპეციალისტების თქმით, ეს აუცილებელია თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვებისთვის. ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამჟამად აეროპორტი ფრენებს განრიგის მიხედვით ასრულებს და ამ მხრივ რაიმე შეფერხება არ არის. ადგილზე სასაწრაფო სამედიცინო ბრიგადები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.