ახლახან სანდრა რულოვსმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ პირადი ემოციებითაა სავსე მის დაქორწინებასთან დაკავშირებული ამბის გამო და ვიდეოში გამხელილი ეს საიდუმლო მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა…
მის ამ წერილს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჟურნალ „სარკე“ დღევანდელ ნომერში იხსენებს ყოფილი პირველი ლედის ინტერვიუს ნანუკა ჟორჟოლიანთან ხუთი წლის წინ, როდესაც სანდრამ მის მეუღლესთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმაზე ისაუბრა და აღნიშნა:
„ვიცი, რომ ბევრ ქალს ასე არ შეუძლია და სხვანაირად უყურებს. მიშას ბევრი მტერი ჰყავს მისი პოლიტიკის გამო. მას ყოველთვის ემუქრებოდნენ პუტინიდან დაწყებული. ერთი ტყვია უნდა, ერთი უბედურება, ჩაიში ერთი წამალი… ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო და ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი ძალიან დიდ რისკებზე მიდიოოდა. დაძაბული ცხოვრება აქვს და არ შეიძლება მე დავიწყო – აბა, ახლა შენ საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე, აბა, მითხარი, სად იძინებ, სად დადიხარ… ამის თქმის უფლებას არ ვაძლევდი თავს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე თამაშია პრეზიდენტობა, დიდ რისკებზე მიდის ქვეყნის გადასარჩენად და… ვაპატიებ… ეპატიება – ასეთი განწყობა მქონდა ყოველთვის“, ჰყვებოდა მაშინ სანდრა რულოვსი.