საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, ცემენტ-ბეტონის 18 სმ სისქის საფარის, ხოლო ნაწილობრივ მაღალ ქანობებზე – ბაზალტის ქვით ქვაფენილის დაგება. პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის მრგვალი მილები, რკინაბეტონის ღია ღარები და ქვით მოკირწყლული ბეტონის კიუვეტი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 6 სექტემბერს გაფორმდა.
ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 5,9 მილიონი ლარია.
კომენტარები