საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუმჯობესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინგორმაციით, 13 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღის საათებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მათივე ცნობით, ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში დღეიდან +17, +19 გრადუსამდე დათბება.
კომენტარები