პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პატიმარი სააკაშვილი დღეს უფლებამდამცვლებმა მოინახულეს და თქვეს, რომ ექსპრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. ყოფილ პრეზიდენტთან ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის დედამ და შვილებმა მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის დატოვეს.
როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან მან შვილს სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.