შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მღებრიშვილმა განაცხადა.
“გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ტემპი არ დაგვიგდია. თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.
კომენტარები