გლდანში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი 2 ფეხით მოსიარულეს.
დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.
კომენტარები