მორალურად და პოლიტიკურად ოპოზიცია გაკოტრებულია და გაკოტრდება ელექტორალურადაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მორალურად და პოლიტიკურად ოპოზიცია დღეს გაკოტრებულია და გაკოტრდება ელექტორალურადაც. ოპოზიციას ყოველ არჩევნებზე ხმას აძლევს საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, დაახლოებით ნახევარი ჩვენი ქვეყნის. მაგრამ, თუ ისინი ნახავენ, რომ რამდენჯერაც აირჩიეს ოპოზიცია, იმდენჯერ პარლამენტში არ შევიდნენ და თუ შევიდნენ დესტრუქციის მეტი არაფერი აკეთეს, საკრებულოებშიც ვერაფერს მიაღწიეს, ბოლო-ბოლო გარკვეულწილად გაუცრუვდებათ იმედები და შესაბამისად, მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ამყოფებს მილევად რეჟიმში“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კომენტარები