ლიგა 1-ის მე-5 ტურში პსჟ-მა გასვლაზე “მარსელს” 2:1 სძლია. პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ მატჩის 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ფერან ტორესი შეუშვა, რომელმაც 7 წუთში გუნდი დააწინაურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანელ დამრიგებელს ქართველის გაყვანის მიზეზის შესახებ ჰკითხეს, მაგრამ მან პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ მწვრთნელი ისაა და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.
– რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?
– იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ.
-არის თუ არა რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით? ყველაფერი რიგზეა?
-გავიმეორებ, მე მწვრთნელი ვარ.
კომენტარები
