“ჩემი წერილის მოტივაცი იყო ის რომ ძალიან ბევრი მეგობრები მყავს ოპოზიციიდან და პოზიციიდან, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გადავაგოროთ ეს პოლარიზაცია რაც ქვეყანაში და მოვიტოვოთ წარსული უკან.
მაგრამ, როგორ მოვიტოვებ ამას ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს. მიხეილ სააკაშვილის გასამართლებულია ორ საქმეზე, კიდევ მიდის სასამართლოში საქმეები. ამ შემთხვევაში არსებობს სასამართლო სტრუქტურები რომლებიც უნდა იყვნენ პასუხისმგებლები. თუ არის მიშა სააკაშვილი თანახმა, არსებობს ამისთვის სტრასბურგის სასამართლო.” – ამის შესახე კობა დავითაშვილის ვაჟმა, თორნიკე დავითაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
“რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, თუ აქაც არ ენდობა ქართველ მოსამართლეებს, (ეს არ ნიშნავს რომ მე არ ვენდობი) მე პირადად მის ადგილას ვისურვებდი რომ ჩემთვის ნეიტრალურმა მხარემ განსაჯოს. მე პირადად არ მაქვს არანირი მტკიცებულება რომ არ ვენდობოდე, მაგრამ, მე რომ ვიყო მიშას მხარეს ვისურვებდი ნეიტრალურ მხარეს ჩემთვის.
რაც გააკეთა მიშამ, ნათლიაჩემმა ჩვენ ოჯახს ფაქტობრივად ძალიან დიდი ტრამვა მოგვაყენა და მართლა ძალიან მძიმე ბავშვობა მაჩუქა პირადა მე, ძალიან მძიმე მომენტია ჩემთვის ნათლია ჩემზე საუბარი, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში და ყველა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ემოციებზე მაღლა დგას ფაქტები და კანონი.
აქვს საქართველოს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით უნდა მიდიოდეს საქმეები. და ის გამოსვლები – „ფრი მიშა“ ჩემთვის შეურაცხმყოფელია, იმიტომ რომ დამნაშავეა მიშა. „ფრი მიშა“ არა, მაგრამ აქვს მიშას უფლებები და გარანტირებული უნდა იყოს მისი უფლებები ციხეში.
მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ჯანმრთელობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მე პირადა მომავალი ექიმი ვარ და ძალიან ვადევნებ თვალყურს ნათლიაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქაც ერთადერთი რასაც ვიტყოდი, ძალიან გთხოვთ პოლიტიკოსებს და სხვა ადამიანებსაც, ნუ აიღებთ ექიმის პასუხისმგებლობას თქვენ ხელებში. არსებობს ციხის ექიმი, არსებობს კონსილიუმი და მოუსმინეთ. დარწმუნებული ვარ არავის აწყობს ამ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილს რამე დიდი ზიანი მიადგეს.
დარწმუნებული ვარ თუ შეატყობენ რომ ვერ ხერხდება მისი ციხის პირობებში მოვლა, აუცილებლად გადაიყვანენ საავადმყოფოში. ძალიან გთხოვთ, ძლიან ძნელია როცა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უყურებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნას რომ კვდება ადამიანი იმ მომენტში.”- განაცხადა თორნიკე დავითაშვილმა.