CNN-ი საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის სტატიას აქვეყნებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რა უნდა დაითვალისწინონ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში სტუმრობამდე და როგორია ეპიდვითარება.
„ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო ამ მხარის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანაა. თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული დედაქალაქია; ასევე, ქუთაისი, სადაც მრავალი ფრენა სრულდება. საქართველოში იშლება თვალწარმტაცი პეიზაჟები, მთიანი ადგილები, სადაც, ყველაფერი ისეა, თითქოს, დროა გაჩერებული“, – წერს CNN-ი.
ავტორი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ატყობინებს, რომ ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება და ვინც რეგულაციას არ დაიცავს, დაჯარიმდება.
კომენტარები