ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“დეპუტატებო ნუ ხართ ნირვანაში, ნამდვილად აგირჩიეთ უმრავლესობით. ნამდვილად მოგეცით საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბევრი დეპუტატად კი არა ოჯახებში არ ვარგიხართ, მაგრამ ავანსად მოგეცით ეს მხარდაჭერა, რადგან ნაცების დაბრუნებას შავი ჭირი გვერჩივნა,ხოდა ახლა მოზომეთ ყველა სიტყვა, ყველა ნაბიჯი, რაც არ გესმით და არ იცით ბრძნული დაყენებული სახეებით ნუ გვმოძღვრავთ, არც ჩემზე მეტი ხართ რამით, არც ჩემზე მეტი გიკეთებიათ და არც თქვენი ჭკუის საკითხავი გვჭირს რამე! გვეცით იმდენი პატივი, რომ დროზე ადრე არ აგიგდოთ მასხრად! ჯერ არ დაწყებულა სხდომები, არ შეკრებილხართ და ათას სისულელეს ბოდიალობთ, მერე რას იზამთ წარმომიდგენია! მალე დაგჭირდებით,უჩვენოდ რომ ვერსად ვარგიხართ ეს გახსოვდეთ! აწი არავის პატიებას არ ვაპირებთ, არ გვაქვს თქვენი ვალი ჩვენ, აქეთ გაქვთ ხალხის ვალი და გაისტუმრეთ!”