გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მომღერალი ბუბა კიკაბიძე მივიდა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება.
დღეს სავარაუდოდ, ბუბა კიკაბიძე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გააცნობს იმ გზავნილებს, რაც უკრაინის მხრიდან ისმის.
ის დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა კიევში, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ესაუბრა.
“რამდენიმე გადაცემაში ვთქვი, რომ შევხვდი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაგის მოქალაქეა, ჩვენი არ არის”, – თქვა ბუბა კიკაბიძემ.
კომენტარები