აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა, სადაც ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასკვნით დღეს შეხვედრებს გამართავს რეგიონის ლიდერებთან, რომლებიც პეკინის მზარდი გავლენის დასაბალანსებლად ვაშინგტონისგან მხარდაჭერას ელოდებიან.
თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი პირველად დაესწრება ოთხმრივი პარტნიორობის, QUAD-ის ლიდერების სამიტს აშშ-ის, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის მონაწილეობით, რომლის მთავარი თემებია საზღვაო უსაფრთხოება, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, ექსპორტის შეზღუდვები და ხელოვნური ინტელექტი.
დაგეგმილია მოლაპარაკებები ტაილანდის პრემიერ-მინისტრთნ, ანუტინ ჩარნვირაკულთან და ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება. ხვალ კი ტრამპი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოს უმცროსთან შეხვდება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
აზიური ტურნეს ფარგლებში ტრამპი მანილადან შენჭენში გაემგზავრება, სადაც, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის პარალელურად, ისტორიულ სამმხრივ სამიტს გამართავს სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან. განსახილველი თემებს შორისაა: ბირთვული შეიარაღების კონტროლი, ვითარება ირანში და უკრაინაში მიმდინარე ომი; ასევე, ორმხრივი ეკონომიკური და ტექნოლოგიური საკითხები – აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები და AI ჩიპების ექსპორტის რეგულაციები.
