დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში “ნოესთან” ანტივაქსერების მხრიდან მის მიმართ წამოსულ აგრესიაზე საუბრობს.
როგორც ამირან გამყრელიძემ გადაცემაში საუბრისას განმარტა, მას ანტივაქსერთა მიმართ არანაირი აგრესია არ გააჩნია.
“ნამდვილად არ მაქვს მათ [ანტივაქსერების] მიმართ აგრესია. ისინიც პაციენტები არ არიან, ჯანმრთელი ხალხია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეთ. მაგრამ მოგეხსენებათ, როცა ექიმი ხარ და ჰიპოკრატეს ფიცს დებ, იქ შეიძლება მტერი შეგხვდეს შენი პაციენტად. მე თვითონ სოციალურ ქსელში პირადად არ ვარ აქტიური და ჩემი თანამშრომლები, ჩემი ჯგუფი საკომუნიკაციო მიგროვებს და ყოველ დღე, დღეში ორჯერ მაქვს ინფორმაცია. დღეს ახლა, არ დავასახელებ, ერთ-ერთი მამაო პირდაპირ ქსელში მაგინებს დედას. ახლა, ქართველისთვის დედის შეგინება, ნუ, თან მამაოსგან.
მოვისმინე, ყველაზე დიდი ინსტიტუციაა ქვეყანაში… მე შარშან ძალიან ბევრჯერ შევხვდი მის უწმინდესობას. ბევრჯერ მეუფეებს შევხვედრილვარდა მათთან გვქონდა ჩვენ განხილვები. რა თქმა უნდა, ეგ არაა მათი პოზიცია, მაგრამ მაინც მოგხვდება ხო გულზე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.