ყოფილი პოლიციელი ლაშა კვირკვაია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს და ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს ეხმაურება.
“ეს თუ ქვეყანაა მე კოსმოსური ხომალდი ვყოფილვარ. 2015 წლის 13 ნოემბრის ტრენდი : მართალი პოლიციელის გაწირვა, ხულიგნობაზე და ნივთის დაზიანებაზე ნასამართლევი, პოლიციის წინაღმდეგობაზე სახდელ დადებული და პოლიციის წინაღმდეგობაზე დაკავებული მთვრალი ადვოკატის სასარგებლოდ. 1. ფოფხაძემ დამნაშავეების დასჯის პირობა დადო და კომიტეტის მიერ საქმის მონიტორინგი დაანონსა. ფოფხაძე მე მგონი პროკურორი არ არის და არც დასჯას ეკითხება ვინმე და არც არდასჯას. რაც შეეხება მონიტორინგს საქმე ერთხელაც არ მოუკითხავს არავის. 2. ბესელიამ დასკვნები ერთ მხარესთან საუბრის შედეგად გამოიტანა. ამ ამბიდან მალევე ბესელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენეს და მაინტერესებს რა რეაქცია ექნებოდა ვინმეს დასკვნები მხოლოდ ელისაშვილთან საუბრის შემდეგ რო გამოეტანა. ქალბატონო ეკა მდინარაძე ელისაშვილზე სანდოა თუ თქვენ ბრძანდებით ჩემზე აღმატებული?3. წულუკიანმა ფაქტს გაუგონარი უწოდა და დამნაშავის უმკაცრესი და სამაგალითო დასჯა მოითხოვა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ წულუკიანისთვის სასჯელის მიზნები ალბათ კარგად არის ცნობილი და ადამიანების სამაგალითო და საჩვენებელი დასჯის შესახებ მეფის რუსეთის მერე ასე ხმამაღლა არავის უსაუბრია. ნანუაშვილზე, დოლიძეზე და ღვინიაშვილზე კომენტარს არ გავაკეთებ მათ პიროვნებას თვითონ მათი პიროვნება უსვავს ხაზს )) ამ ექვს ადამიანს ეხლა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე რო დავუწყო საუბარი სასაცილოც არ იქნება და ამ უვარგისი პრეზუმფციის დარღვევის და სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევაზე გავჩუმდები, მითუმეტეს ეგ უფლებები მკვლელებისთვის, ნარკომანებისთვის და ბარიგებისთვის არის. შესაბამისად მე პოლიციელს მსგავსი ფუფუნების მოთხოვნის უფლებაც არ მაქვს ???. დანართი: მდინარაძის განაჩენები და ექსპერტიზის დასკვა ))”
კვირკვაია სოციალურ ქსელში დოკუმენტებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ შემთხვევის დროს ის ნასვამი არ იყო.