“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მეგი გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე და “ნაცმოძრაობის” წევრებს მიმართავს:
”არაერთგან შემხვდა კომენტარი, სადაც შიშებს გამოთქვამთ – მიშას მხარდამჭერებს ყრილობაზე არ მიგვიწვევნო. მინდა შეგახსენოთ, რომ მიშას მხარდამჭერებს არავის მიწვევა არ გვჭირდება იქ, სადაც დევნილ პრეზიდენტს ასამართლებენ იმის გამო, რომ თავად ხმები ვერ დაიცვეს, მიშას ანაცვლებენ იქ, სადაც მიშა არ არის!
მიშას დაფუძნებულ პარტიის ყრილობაზე მიშას გადარჩევას აპირებენ იმ პოსტიდან, რომელ პოსტსაც კანონმდებლობის შესაბამისად ვეღარ იკავებს!
მიშას ისინი აგდებენ იქედან, სადაც მათი ადგილი იქ უბრალოდ აღარ არის!
ეს პარტია ჩვენ დავაფუძნეთ, ეს პარტია ჩვენ ვათრიეთ ზურგით, ამ პარტიაში 2012 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ პარტიის შესანარჩუნებლად სრულიად დაუმსახურებელი ტალახი და ცოცხი მიიღეს 4 წლის მანძილზე!
ამ პარტიის ერთიანობისთვის მრავალი წელი ვიბრძოლეთ, ეს პარტია გვეკუთვნის ჩვენ! ჩვენ ისე მივალთ ყრილობაზე, რომ არავის მიწვევა არ დაგვჭირდება!
ჩვენ უკვე მიგვიწვია მიშამ საკუთარი პატიის ყრილობაზე!
და როგორ ფიქრობთ, ჩვენი პატიის ყრილობაზე ვინ უნდა მიგვიწვიოს ჰელენ ხოშტარიამ, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ თუ ლევან თარხნიშვილმა, ვისგან ელოდებით მიწვევას თამარა ჩერგოლეიშვილისგან თუ გიგა ბოკერიასგან თუ იმათგან ელოდებით მიწვევას, ვინც მართლა ნულები კაცებად და ქალებად აქცია მიშამ?!
ჩვენ იდეის ერთგულები ვართ და არა პიროვნებების, ჩვენ იდეა გვაერთიანებს და არა უფასო ფული, ჩვენ გვირჩევნია ერთგულებით წავაგოთ, ვიდრე ღალატით მოვიგოთ, ეს არის და ეს!”, – აცხადებს გოცირიძე.