რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი ბანკის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 80 წლამდე ქალბატონი, ორმა პირმა დააყაჩაღა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ბანკში კუთვნილი პენსიისა და დანაზოგის ასაღებად მივიდა, რა დროსაც მას ორი მამაკაცი აედევნა.
ქალბატონი მოგვიანებით მაღაზია „ათინათში“ შევიდა, დამნაშავეები კი მას გარეთ ელოდებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაზარალებულის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. დამნაშავეებმა მას ჩანთიდან 3000 ლარი ამოაცალეს და მიიმალნენ.
კომენტარები