ლილოს დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კომენტარები