ნატო-საქართველოს სწავლება 2016 ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალი მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციური სამეთაურო-საშტაბო სწავლება ცენტრ კრწანისში, 10-დან 20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ის რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარდა.
სწავლების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პირველად უხელმძღვანელა ალიანსის კრიზისებზე რეაგირების პროცესს. ასევე, პირველად მოხდა, როცა სწავლება ნატო-სა და ქართული მხარის მიერ თავიდანვე ერთობლივად დაიგეგმა.
„სწავლების მიზანი იყო, ნატო-საქართველოს საშტაბო ოპერაციებში ერთობლივი დაგეგმარების და შეფასების პროცედურების ათვისება. ეს არის პერიოდული სწავლება ნატო-საქართველოს ყოველ სამ წელიწადში, მარგამ გამოითქვა იმის სურვილი, რომ უფრო მოკლე პერიოდში განხორციელდეს შემდგომი სწავლება,“ – განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.