ეროვნული უშიშროების საბჭო, დღევანდელ სხდომაზე გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განიხილვას გეგმავს. აღნიშნული საკითხი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების გარდა, საბჭო ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც განიხილავს.
აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლები პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნებიან.
ამის გარდა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგით კიდევ ოთხი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.
კომენტარები