“საქართველოს მთავრობა დასავლელ პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულად და უნისონში „მაქსიმუმის მაქსიმუმს” აკეთებს, რათა უკრაინაში ომი თავიდან აცილებული იყოს, სააკაშვილის პარტია კი ისევ დაძველებულ მესიჯბოქსს იმეორებს – ამის შესახებ „რეზონანსთან” ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ უკრაინაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ საქართველოს ხელისუფლებისა და ენმ-ს პოზიციაზე საუბრისას განაცხადა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი თავიდან იქნას აცილებული – გია აბაშიძე
“ომი დამანგრეველია და ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ბოლო რესურსია, რომელიც არასოდეს არ უნდა იქნას გამოყენებული, ამას კი თავის დაბალანსებულ სამშვიდობო პოლიტიკას დასავლეთთან კოორდინაციაში ოფიციალური თბილისი აკეთებს. „სააკაშვილის პარტია მუდმივად იმას ლაპარაკობს, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან თითქოსდა გამქრალია. ამ დაძველებულ მესიჯბოქსს იმ დროსაც კი იმეორებს, როცა მაგალითად პრემიერი ღარიბაშვილი ან საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი საერთაშორისო ფორუმებზე არიან. საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გამქრალი ნამდვილად არაა, ამიტომ ენმ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს დაიწუნებს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ამ დესტრუქციულ პარტიას დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ ის აქვს, რომ მმართველი გუნდი უაზროდ აკრიტიკოს. სამწუხაროდ, მათ სხვა ფუნქცია ქართული პოლიტიკური ამინდისთვის არა აქვთ. ზოგადად მმართველი პარტია და ოპოზიცია საერთაშორისო თემებზე ყოველთვის ერთ ხმაში გამოდიან. სამწუხაროდ სააკაშვილის პარტია ამ ფუინქციას ვერ ასრულებს, რომ კოსნტრუქციული ოპოზიციური ძალა იყოს,” – განაცხადა აბაშიძემ. მან უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება ძალიან სახიფათოა და თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ისეთი ძვირი დაუჯდება, როგორც არასდროს. უკრაინის საზღვრებთან ყოველდღიურად ძალიან საშიში მოვლენები ვითარდება. რასაკვირველია, დასავლეთი ერთიანია იმ პოზიციით, რომ თუ რუსეთი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, უპრეცედენტო ფინანსური სანქციები იქნება. ბუნებრივია, სავარაუდო რისკები და საფრთხეები კრემლსაც აწონ-დაწონილი აქვს. იმედს ვიტოვებ, რომ საომარი მოქმედებები მაინც თავიდან იქნება აცილებული, თუ არა და მოსკოვს უკრაინაში სამხედრო მოქმედებები ისეთი ძვირი დაუჯდება, რომელიც ჯერ არასდროს ყოფილა დასავლეთიდან,” – განაცხადა აბაშიძემ”, – წერს სტატიის ავტორი.